არჩევნები
სანდრა რულოვსი: არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკუთარი ხმების დაცვას აპირებენ. ამის შესახებ მან საარჩევნო შტაბთან შეკრებილ ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს მიმართ. მისივე თქმით, ეს იყო არა არჩევნები, არამედ ხმების მიტაცება.

“ეს იყო სუსის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია. უპრეცედენტო ზეწოლა და დაშინება ამომრჩევლებზე, ისინი ხალხის დამარცხებას ზეიმობენ”,- აღნიშნა რულოვსმა.

მისივე თქმით, გაერთიანბული ოპოზიცია არჩევნების ოფიციალური შედეგებია გამოცხადებას დაელოდება და შემდეგ მიიღებს სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას. რულოვსის თქმით, ის დანებებას არ აპირებს და თუ მეორე ტური გაიმართა, მასში მონაწილეობის მიღებასაც აპირებს.

Print