არჩევნები
არჩევნებზე ზუგდიდელების ნახევარზე ნაკლები მივიდა
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ამომრჩევლების ნახევარზე ნაკლებმა დააფიქსირა. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდეობამ 56 642 შეადგინა, რაც 46, 88%-ია.

„რაც შეეხება საჩივრებს, რომლებიც ეხება მცირე პროცედურულ გადაცდომებს, დაწერილია ასეთი 100 საჩივარი და მათ კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ“, - აღნიშნა მესხმა.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, დათვლილია 107-ვე უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 54, 18% (30 470 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს 42, 84%-მა (24 095 ხმა) გამოუცხადა ნდობა.

Print