ახალი ამბები
საია: ზუგდიდის სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება. ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფიზიკურ დაპირისპირებსა და ძალადობაშიც გადაიზარდა. მათივე შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ნეგატიურ ფაქტზეც: საია-ს დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს; იმავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ, უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი.

„ამ ეტაპზე საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების) შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში. საია წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს მოგვიანებთ წარუდგენს საზოგადოებას.
სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ამ ფონზე შემაშფოთებელი იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. სამწუხაროა, რომ ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, დათვლილია 107-ვე უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 54, 18% (30 470 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს 42, 84%-მა (24 095 ხმა) გამოუცხადა ნდობა.

ამავე თემაზე:

ოპოზიცია კაპანაძის დაკავებას გატაცებად აფასებს

თინა ბოკუჩავა საარჩვენო უბნიდან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს (ვიდეო)
Print