არჩევნები
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ზუგდიდში 1%-ზე ნაკლები აიღეს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ზვიად სიჭინავამ და თენგიზ ჯგუშიამ 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე ხმების 1%-იც ვერ აიღეს.

ზვიად სიჭინავას 407-მა (0,72%) ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, თენგიზ ჯგუშიას კი 249 (0,44% )ზუგდიდელმა მისცა ხმა, მასზე ერთი ხმით მეტი კი სოფიო კანდელაკმა მიიღო.

ბოლო მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში, ცესკოს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა.

Print