რეგიონი
რულოვსი: ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, როცა ის აღარ იქნება, შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი
ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცახდებით, ის ტვლე უბანსა და სოფელში მივა, რათა ხალხს დააგებინოს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის გაძლიერება. მან ასევე მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებს, კოორდინატორებს და მოსახლეობას. ამის შესახებ მან, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ადგილობრივ შტაბში პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ყველა უბანსა და სოფელში მივალთ, გავაგებინებთ ხალხს რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით - ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე. ამიტომ,მინდა, რომ, პირველ რიგში, ყველას ვუთხრა მადლობა, ყველა ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს თითოეულ გუნდის წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს,მოხალისეებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, დათვლილია 107-ვე უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 54, 18% (30 470 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს 42, 84%-მა (24 095 ხმა) გამოუცხადა ნდობა.

ამავე თემაზე:

საია: ზუგდიდის სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები
Print