რეგიონი
აბაშელი მოსწავლეები სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის პოპულარიზაციისთვის
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლებმა პოპულარიზაცია მოახდინეს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოში არსებული სიმონ ჩიქოვანის სახელობის სახლ-მუზეუმის. პროექტის დასაწყოსში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, თუ იცოდა მოსახლეობამ, სად მდებარეობდა მუზეუმი და რამდენად ხშირად სტუმრობდნენ მათი ინფორმაციით ტურისტები. ამის შემდეგ ესტუმრნენ მუზეუმს და გაარკვიეს ტურისტების მხრიდან რადმენად დიდი იყო დაინტერესება. აღმოჩნდა, რომ მუზეუმი არ არის განებივრებული მნახველით, მითუმეტეს ტურისტებით.

მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაამზადეს საინფორამციო ბუკლეტები და გაავრცელეს თემში, ქალაქ აბაშის ცენტრში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ადმინიტრაციის მეშვეობით და შუამდგომლობით ითანამშრომლეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომელმაც პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს დართო ნება ბანერის განთავსების თაობაზე მუზეუმის გზაზე 700 მეტრის  დაშორებით.

16 მაისს დამონტაჟდა ბანერი, სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. პროექტი ამით არ სრულდება, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ მუზეუმი გუგლის საძიებო სიტემაში ე.წ. რუკაზე არ იძებნება, ამიტომ მოხდება მისი განთავსება საძებო სისტემაში და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელება.

Print