ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, იმ ნდობისთვის რაც მათ გამოიჩინეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ  ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები შეაფასა და თითოეული მოქალაქეს გუნდისადმი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მოწერელიას თქმით, ზუგდიდელებმა ღირსეული მერი აირჩიეს.

"პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს ჩვენი გუნდის მიმართ, ზუგდიდის მერის არჩევნებში. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს იმ სიმშვიდის და მოთმინებისთვის, რაც მათ გამოიჩინეს ამ პერიოდში. ზუგდიდმა ნამდვილად ღირსეული ზუგდიდელი აირჩია გეგა შენგელია, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ამომწურავად და კეთილსინდისიერად. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც ხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამინს და უწყებას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პერიოდში, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ნამდვილად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, დათვლილია 107-ვე უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 54, 18% (30 470 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს 42, 84%-მა (24 095 ხმა) გამოუცხადა ნდობა.


ამავე თემაზე:

107-ვე უბნის მონაცემებით, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია გახდა
Print