ახალი ამბები
ბადრი ჯაფარიძე: არანაირი შეფერხება ანაკლიის პროექტს არ ემუქრება
“თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება, ხოლო  სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროში, მთავრობის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.  მისივე თქმით, პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდება და მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

„რაც არის განსაზღვრული იმ ვადებში განხორციელდება პროექტი. ვადების გადახედვა არ ყოფილა არასდროს და არც განიხილება. ბანკები, მთავრობა ძალიან კონსტრუქციულია. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ და ამ წუთისთვის ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ვფიქრობ, დარჩენილი საკითხების მოგვარებაც მოხდება“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

ამავე თემაზე:
მამუკა ბახტაძე: ფოკუსირებული უნდა ვიყოთ, რომ ანაკლიის პორტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში მოხდეს

აზიის განვითარების ბანკმა შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტში 3 მლრდ დოლარი ჩადოს
Print