ახალი ამბები
26 მაისს შსს ღონისძიებებს ზუგდიდში გამართავს - განრიგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდში გამართავს. ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს. ღონისძიებაზე სახელმწოდებით „ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი ზუგდიდში“ აქტივობები 11 საითიდან დაიწყება. მოეწყობა ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია, ველოსიპედების ხეივანი, საგამოფენო პავილიონი - „ქვეყნის უსაფრთხოება“ და ზვიად გამსახურდიას სტენდი. ამასთან, გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და ა.შ. 17:00 საათზე გაერთიანებული საქართველოს ქორეოგრაფიული პერფორმანსი გაიმართება, ხოლო 17:10  ჰიმნი "თავისუფლება" შესრულდება.



Print