ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიტაცებას ცდილობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეგიონში ხელისუფლების მიტაცების მცდელობას აქვს ადგილი. მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები საზოგადოებრივ - პოლიტიკურ სიტუაციას ამწვავებს. შესაბამისი განცხადება მისი ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

20 მაისს აფხაზეთში მასობრივი პროტესტი დაიწყო. მომიტინგეებმა უვადო აქცია გამოაცხადეს და ჯერ ხაჯიმბას ხალხთან გამოსვლა, ხოლო, შემდეგ, მისი გადადგომა მოითხოვეს.

ხელისუფლების მოწინააღმდეგეები „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას ითხოვენ, რადგან ოპოზიციის კანდიდატი მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის კლინიკაში იმყოფება. ასლან ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ ბჟანია მოწამლულია.

ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში ოპოზიციის მიზანი, პრეზიდენტის ვადამდე გადადგომაა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიერ გზების გადაკეტვა და სხვა დესტრუქციული ქმედებები, ხელს უწყობს დესტაბილიზაციის შექმნას, რაც საკურორტო სეზონის დაწყებას ემთხვევა.

ამავე თემაზე:

სოხუმში ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო

აფხაზეთში ოპოზიციონერებმა, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანის მოთხოვნით, გზები გადაკეტეს

სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას და ბჟანიას მოწამვლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ


Print