ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა არჩევნების გადადებას დათანხდა
სოხუმში, „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილებმა და აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შეთანხმებას მიაღწიეს. რაულ ხაჯიმბამ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნები და შეკრებილებს გარანტია მისცა, რომ არჩევნები, „კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად“, ერთი თვით და 4 დღით გადავადდება და 25 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ მომოტინგეებს ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელმა თეიმურაზ ხაშბამ განუცხადა. მანამდე რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიტაცებას ცდილობს და დესტრუაციულ ქმედებებს ახორციელებს.

20 მაისს აფხაზეთში მასობრივი პროტესტი დაიწყო. მომიტინგეებმა უვადო აქცია გამოაცხადეს და ჯერ ხაჯიმბას ხალხთან გამოსვლა, ხოლო, შემდეგ, მისი გადადგომა მოითხოვეს.

ხელისუფლების მოწინააღმდეგეები „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას ითხოვდნენ, რადგან ოპოზიციის კანდიდატი მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის კლინიკაში იმყოფება. ასლან ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ ბჟანია მოწამლულია.

ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიტაცებას ცდილობს 

სოხუმში ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო

აფხაზეთში ოპოზიციონერებმა, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანის მოთხოვნით, გზები გადაკეტეს






Print