ახალი ამბები
სამეგრელოში ნაყინის ვარგისიანობა შეამოწმეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და რეგიონებში, ნაყინების ვარგისიანობა შეამოწმა. უწყების ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.

მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

Print