ახალი ამბები
გუბერნიასთან არსებული შლაგბაუმი მოიხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ შლაგბაუმი მოიხსნა. ამის შესახებ რადიო „ათიანთს“ ზუგდიდის მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მოქალაქეების მოთხოვნით და გუბერნიის შუამდგომლობით მიიღეს.

„გუბერნიამ და მერიამ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება. იქ არსებული შლაგბაუმი არ იფუნქციონირებს და მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება ავტომობილებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებულ ობიექტებს და სამედიცინო დაწესებულებას ექმნებოდა პრობლემა“, - აცხადებენ მერიაში.

შლაგბაუმი გუბერნიასთან 2016 წელს დამონტაჟდა.

ამავე ტერიტორიაზე მდებარე ყვავილების მაღაზიის, რესტორნის და სამედიცინო დაწესებულება "თანაზიარის" ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ შლაგბაუმი მათთვის და მათთან მოსული მოქალაქეებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. მათ პოზიციას იზიარებდა სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდიაც, რომელიც წლებია ამ შლაგბაუმის მოხსნას ითხოვს.

ამავე თემაზე:

მერმა მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრა გამართა 

შლაგბაუმი გუბერნიასთან - წესრიგი თუ დაბრკოლება მოქალაქეებისთვის (ფოტო)
Print