ახალი ამბები
სამინისტრო: ECHOwaves ანაკლიაში წელსაც გაიმართება
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში Echowaves წელსაც აგვისტოს ბოლოს გაიმართება. როგორც რადიო „ათინათს“ უწყებაში უთხრეს, ღონისძიება Chek in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, თუმცა სხვა დეტალები სამინისტროში არ იციან.

მათივე თქმით, ჯერჯერობით, ორგანიზატორებისგან ელოდებიან დაზუსტებულ ინფორმაციას ელექტრონული ფესტივალის შესახებ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, უწყებაში გვითხრეს, რომ ამის შესახებ წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ანაკლიაში Check in Georgia 2018-ის ფარგლებში 4 დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ შარშან ჩატარდა.


Print