რეგიონი
გუბერნიის ინფორმაციით, უჩვეულო აბრები ზუგდიდში 26 მაისის კამპანიის ნაწილია
ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლების ჭიშკრებზე მიმაგრებული უჩვეულო აბრები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების კამპანიის ნაწილია და ის 3 დღის განმავლობაში დარჩება. როგორც რადიო „ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უთხრეს, მსგავსი აბრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ზუგდიდში, გამოჩნდება.

„26 მაისის კამპანიის ნაწილია გარკვეულ ქუჩებზე აბრების გადაფუთვა, რომელიც სამი დღის შემდეგ მოიხსნება. „გააზიარე ცოდნას“ ფარგლებში ჩატარებული კამპანიაა, რომ, მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეტი ვიცოდეთ თამარ მეფეზე. ეს იყო მიზანი, რომ მიგვექცია მოქალაქეების ყურადღება“, - გვითხრეს გუბერნიაში.

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ჭიშკარზე აბრების ნაცვლად ლურჯი ფერის უჩვეულო აბრებია გაკრული, რომლებიც რამდენიმე ფრაზით თამარ მეფის შესახებ გვიყვება.



Print