პოლიტიკა
მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში ოქტომბერში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნინო დანელიამ უთხრა. შუალედური არჩევნების გამართვა სოფელ კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ონერ კუჭავა გარდაიცვალა.

„სოფელ კიწიში შედის ნოღას საარჩევნო უბანი. სულ 1100-ზე მეტი ამომრჩეველია აქ რეგისტრირებული, 22-ე და 23-ე უბნებზე“, - გვითხრა დანელიამ.

უმრავლესობის დეპუტატი, საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. 
Print