ახალი ამბები
გაგრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
მიკროავტობუსი, რომელშიც 7 მოსწავლე იმყოფებოდა, გაგრაში გზისპირა თხრილში გადავარდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა, რომელიც ავტომობილს მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, წერს აფხაზური მედია. ამავე ცნობით, ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დზარალებული ბავშვები გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





Print