ახალი ამბები
ზუგდიდის არჩეული მერი საარჩევნო პლაკატებს ხსნის (ვიდეო)
ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიას წინასაარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს. დასუფთავების აქცია დილის თორმეტი საათიდან დაიწყო და როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ის ზუგდიდის ყველა უბანს და სოფელს მოიცავს. მისივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაიწმინდება ბოძები, დაწესებულებების კედლები და ღობეები.

„ახალგაზრდული შტაბის წევრებთან ერთად დავგეგმეთ ზუგდიდში დასუფთავების აქცია, რომლის ფარგელბში იგეგმება ქალაქის ჩვენი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდა“, - თქვა შენგელიამ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულები არიან, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, უზრუნველყონ საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.


Print