რეგიონი
ოჯახი სამართალდამცავებისგან ხრამში გადაჩეხილი სატვირთოს მძღოლის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს
ფოცხოეწერში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხრამში გადაჩეხილი სატვირთოს მძღოლის ოჯახის წევრები და ახლობლები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მისმა ძმამ ნუკრი ხასაიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, საკუთარი ძმა მომხდარის შემდეგ, შემთხვევით, გზაზე ნახა, რა დროსაც ის მოუყვა ფაქტის შესახებ.

„შოკურ მდგომარეობაში იყო. უცბად მითხრა, რომ პოლიცია გამომედევნა, დამაშინესო და ნერვიულობის გამო საჭე ვერ დავიმორჩილეო. ახლა არ ვიცი, სადაა. გვითხრეს, დააკავესო, მაგრამ აქ ამბობენ, არაა დაკავებულიო. სამმართველოში ვართ და ველოდებით, რომ მოგვაწვდიან რამე ინფორმაციას“, - აღნიშნა ხასაიამ.

რაც შეეხება იმას, რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული ხის მორები, მან განმარტა, რომ ინფორმაციას არ ფლობს.

შს სამინისტროს
განცხადებით მძღოლის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



Print