ახალი ამბები
ჰიმნის ერთობლივ შესრულებას ზუგდიდი თავისუფლების მოედნიდან შეუერთდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს 14 ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ. ზუგდიდში სახელმწიფო ჰიმნი ცენტრალურ მოედანზე შესრულდება. 


ჰიმნის ერთობლივ შესრულებას მესტია და ფოთიც შეუერთდება.

1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)

Print