ახალი ამბები
26 მაისის აღნიშვნა ყველაზე ადრე მესტიიდან დაიწყო
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით ხვდება. სამინისტროს ცნობით, თეთნულდსა და ჰეშკილში დაგეგმილი ღონისძიებების სლოგანია "იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში".



ამავე ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველაზე ადრე სწორედ სვანეთში დაიწყო და 25 მაისს ღამის 12 საათზე სეტის მოედანზე ჰიმნის შესრულების შემდეგ შეკრებილები 26 მაისს ფოიერვერკით შეხვდნენ.



ფესტივალის მხარდამჭერები მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

ამავე თემაზე:

ჰიმნის ერთობლივ შესრულებას ზუგდიდი თავისუფლების მოედნიდან შეუერთდება
Print