ახალი ამბები
ზუგდიდში დამოუკიდებლობის 101-ე წელი საზეიმოდ აღნიშნეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო სპეცტექნიკა, გაიმართა სხვადასხვა მუსიკალური და სპროტული აქტივობა, წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შესახებ, ასევე, დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

26 მაისი ზუგდიდან მიულოცა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ამ ქალაქიდან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურია.

ასევე, სიმბოლურად, 17:10წთ-ზე, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ანსამბლმა „ოდოიამ“ ღონისძიების სტუმრებთან ერთად საქართველოს ჰიმნი, სხვა რეგიონების პარალელურად შეასრულა.

დილით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. დამოუკიდებლობის 101 წლისთავი ზუგდიდში ქართველო მომღერლების კონცერტით დასრულდება.

Print