სპორტი
საცხენოსნო კლუბმა „ხარებამ“ ხუთიდან ოთხ კატეგორიაში გაიმარჯვა
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა “ხარებამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ შეჯიბრებაში 5 სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა და მათგან 4-ში გაიმარჯვა. სპორტული ღონისძიება სამტრედიის იპოდრომზე გაიმართა. კლუბის მხედრებმა 4 კატეგორიაში - პირველი, ერთში კი მეორე ადგილი მოიპოვეს.

სადოღე შეჯიბრება უფროს, საშუალო და უმცროსი სუფთა სისხლისა და შერეული სისხლის ცხენებში 5 სხვადასხვა დისტანციაზე მიმდინარეობდა.

Print