ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს “აფხაზეთის საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს "აფხაზეთის საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭა.
შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიბილოვმა ეს წოდება "აფხაზურ-ოსური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში დიდი წვლილისთვის მიიღო.

"აფსადგილ ინფოს" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ბიბილოვმა დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის ლევ კვიცინიას სამხრეთ ოსეთში ვიზიტისას შეიტყო. განკარგულება მას "აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა" ოლეგ ბოციევმა გააცნო.

Print