ახალი ამბები
სოხუმი: შეიქმნა ეროვნული პარკი "კოდორის ხეობა"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დადგენილება "კოდორის ხეობის" ეროვნულ პარკად გამოცხადების შესახებ. ამავე ცნობით, პარკის ტერიტორია 136 825 ჰექტარზეა განთავსებული, ხოლო მის საზღვრებში შემავალი დასახლებული პუნქტების ფართობი 10 ათას 36 ჰექტარს შეადგენს, წერს "აბხაზია ინფორმი".  

პარლამენტის სპიკერის ვიცე - სპიკერის საიდ ხარაზიას თქმით, კოდორის ეროვნულ პარკში უახლოეს დროში უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რადგან, მისივე თქმით, ხეობაში „ბარბაროსული მეთოდებით ნადირობენ და თევზაობენ“.

მან აღნიშნა, რომ „ეროვნული პარკში“ უნიკალური ბუნების გარდა, ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ობიექტია. დეპუტატის თქმით, იქ არსებობს შავი არქეოლოგიის არხი, რომლის საშუალებითაც აფხაზეთიდან არალეგალურად გაედინება არტეფაქტები. 

გამოცემის ცნობით, „ეს სიდიდით მეორე ეროვნული პარკია. პირველი - რიწის რელიქტური ეროვნული პარკია, რომელიც1996 წელს შეიქმნა“.

ამავე თემაზე:

სოხუმმა კოდორის ხეობა „ეროვნულ პარკად“ გამოაცხადა

Print