ახალი ამბები
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს
APM terminals poti დღეს გაავრცელებს განცხადებას ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რადიო "ათინათს" პრესსამსახურში უთხრეს.  ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვა, რომელიც, მისივე თქმით, არა მშენებლობის, არამედ მიწათსარგებლობის უფლებას რთავდა კომპანიას, გაუქმებულია.

გუშინ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ეკონომიკის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

მანამდე ქალაქ ფოთის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, 2 მაისის # 77-04 ბრძანების თანახმად დამტკიცდა ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში კი აღნიშნულ ფაქტს შოკისმომგვრელი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მთავრობის მხრიდან რეაგირების არქონის შემთხვევაში, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.




Print