ახალი ამბები
საქსტატი: საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. მათივე ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო - 20,1%, ქალაქი - 18,0%, სოფელი - 23,1%.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო - 21,9 %, ქალაქი - 18,6%, ხოლო სოფელი - 26,6% იყო.

მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ასეთია: საქართველო - 20,5%, ქალაქი - 17,2%, სოფელი - 25,4%. რაც შეეხება მედიანური მოხმარების - 40% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს, ქვეყნის მასშტაბით - 7,6 %, ქალაქად - 6,6%, სოფლი კი - 9,1%.





Print