ახალი ამბები
ნათია თურნავა: პორტთან დაკავშირებით ყველა წინადადებას ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსში განვიხილავთ
პორტთან დაკავშირებით ნებისმიერ წინადადებას სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს. ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში განაცხადა. მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სახელმწიფოს მთავარი და სტრატეგიული პრიორიტეტია.

„ნებისმიერ ასეთ წინადადებას განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. ვადასტურებთ ჩვენს პრიორიტეტულ მიმართებას მის მიმართ, რადგან ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი და სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ამავე თემაზე:

მინისტრი: "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" უფლება აქვს ჩვენი გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს
Print