ახალი ამბები
„70 000 ბავშვი შიმშილობს“, "მოღალატე პრეზიდენტი" - აქცია ზუგდიდში ბავშვების მონაწილეობით
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ორგანიზაცია „ერთად სახლშის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ორგანიზატორის ლექსო აკობიას თქმით, ისინი ამ აქციით ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ. გარდა ამისა, აკობიას თქმით, მათ სურთ მთავრობას ხმა მიაწვდინონ, რომ რუსეთი ოკუპანტია. აქციაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „70 000 ბავშვი შიმშილობს“, „მოღალატე პრეზიდენტი“, „უსამართლო სასამართლო“, „საქართველოს შია“ და ა.შ.

„აქციას ატარებს „ერთად სახლში - საქართველო“, ვაპროტესტებთ დღევანდელ ვითარებას და გვინდა რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა. რუსეთია არის ოკუპანტი, გვინდა მივაწვდინოთ ხმა, რომ დღეს 70 000 ბავშვი შიმშილობს და არა რუსეთს“, - აღნიშნა აკობიამ.

აქციის ორგანიზატორის განმარტებით, ბავშვები აქ საკუთარი ნებით არიან და ეს მათ მშობლებთან შეთანხმებულია.





Print