რეგიონი
ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კარი ჩაამსხვრიეს
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიო კრედიტის“ კარის მინა რამდენიმე წუთის წინ ჩაამტვრიეს. რადიო „ათინათს“ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ შემთხვევა, დაახლოებით, 30 წუთის წინ მოხდა. ჯერჯერობით, უცნობმა პირმა მინას გაურკვეველი საგანი რამდენჯერმე დაარტყა და მას შემდეგ გაიქცა, რაც ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი შენობაში არ შესულა.

ამ წუთებში ობიექტთან სამართალდამცავები მუშაობენ.

Print