ახალი ამბები
აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვაზე საქართველოს მთავრობიდან 7 მილიონი დაიხარჯა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენების ერთ-ერთი თავი, რომელიც “კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას” ეძღვნება, 2018 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზეც არის საუბარი.

“გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში, ასევე აფხაზეთის რეგიონისთვის სხვადასხვა მედიკამენტების რეგულარულად მიწოდება. 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 7 მილიონი ლარი”, – ნათქვამია ანგარიშში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან მომართვიანობა და შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები ჯანდაცვაზე ყოველწლიურად მსგავს მაჩვენებლებს უტოლდება.


წყარო: ნეტგაზეთი


Print