რეგიონი
ზუგდიდში 19 მაისს დაკავებულ ჟურნალისტს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ Presa.ge-ის დამფუძნებელს გიორგი კაპანაძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, კაპანაძის მიმართ ხულიგნობის მუხლით, სამართალწარმოება შეწყდა. რაც შეეხება 173-მუხლს, მოსამართლემ განმარტა რომ კაპანაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რისთვისაც კაპანაძე სიტყვიერად შენიშვნა მისცა. კაპანაძის საქმზე მოწმის სახით, ITV-ის ჟურნალისტი, ოპერატორი და პოლიციის თანამშრომლები გამოიკითხნენ. სასამართლო პროცესზე ასევე გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებები. პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით შსს მინისტრის გიორგი გახარიას დავალება ვერ შესრულდა.

„მიზანი იყო ჩემი დაკავება, რომელიც განახორციელეს გახარიას დავალებით. მისი დავალება ვერ შესრულდა ბოლომდე, რადგან არსებობდა კადრები, რის მიხედვითაც მოსმართლემ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე არ ვარ წვრილმანი ხულიგანი, რომ მე პოლიციისთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა და პოლიციელისთვის იდაყვი არ ჩამირტყამს. ასე, რომ გახარიას დავალება ვერ შესრულდა, მიუხედავდ იმისა, რომ იყო, ალბათ ძალიან დიდი მოთხოვნა და ზეწოლა“, - თქვა მან.

კაპანაძე 19 მაისს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების დღეს ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე დააკავეს. ის ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლო გიორგი კაპანაძის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს

Print