რეგიონი
ECHOWAVES Festival-ის Line Up-ის მეორე ნაწილი დღეს გახდება ცნობილი
სასტუმრო „რუმსში“, Echowaves Festival-ის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ისინი Line Up-ის მეორე ნაწილს დაანონსებენ. გარდა ამისა, შეაფასებენ 2018 წელს და საზოგადოებას მიმდინარე წლის გეგმებს გააცნობენ.
რაც შეეხება Line Up-ის პირველ ნაწილს, უკვე ცნობილია, რომ ფესტივალზე დაუკრავენ ისეთი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, როგორებიც არიან Adriatique, Ben clock, Dj Tennis, Kink live, musumeci petre inspirescu, Red axes, Rødhåd, Tom Trago, valentino kanzyani, Vril live, Yokoo, andrew meller, Bacho, Gio Shengelia, L8, Siddhartha Ania Stimmhalt, Tomma. 

Echowaves ანაკლიაში პირველად 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე Exit-ის მხარდაჭერით ტარდება.

წყარო: ipn

ამავე თემაზე:

ECHOWAVES Festival-ის Line up-ის ნაწილი ცნობილია - ბილეთების ყიდვა ხვალიდან დაიწყება
Print