რეგიონი
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი მკურნალობას გერმანიაში გააგრძელებს
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი მოსკოვის კლინიკიდან გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამის შესახებ „აბხაზია ინფორმს“ ორგანიზაციის “ეროვნული მოძრაობა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად” ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ განუცხადა. ის 4 ივნისს მოსკოვში ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანია მოინახულა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური ბლოკის ხელმძღვანელი თავს მხნედ გრძნობს და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ინტერნეტით ეცნობა. ხიშბას თქმით, ბჟანიამ ფრენა კარგად გადაიტანა და მისი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

18 აპრილს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ - ერთ კლინიკაში მოათავსეს. მსგავსი სიმპტომებით  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს მისი დაცვის ორი წევრიც, კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია.


ამავე თემაზე: 

აფხაზური ოპოზიცია: ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას და ბჟანიას მოწამვლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ 

აფხაზური ოპოზიცია „პრეზიდენტობის კანდიდატად“ ასლან ბჟანიას წარადგენს




Print