რეგიონი
ზუგდიდში, წალენჯიხაში, ფოთსა და მარტვილში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
24-30 მაისს სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ურთაში, ცაცხვში, ოდიშში, წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, ქალაქ ფოთში და მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში 67,460 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვეს. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.



Print