ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაციამ ხობისა და ჩხოროწყუს კლუბებს სანქციები დააკისრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქალთა საფეხბურთო კლუბები ჩხოროწყუს „სამეგრელო“ და ხობის „კოლხეთი“ 200-200 ლარით დააჯარიმა. კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 4 ივნისს მიიღო. საქმე ეხება ჩხოროწყუში 30 მაისს მატჩის დასრულებისას მომხდარ ინციდენტს, რომელიც გოგონებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ჯარიმის  გარდა, ორივე გუნდის თითო ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია სამ-სამი მატჩით.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გუნდის წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მედია ასევე წერდა, რომ გოგონებმა ერთმანეთს სცემეს.






Print