ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ჯიპებს გაყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მის ბალანსზე არსებულ 5 შავ ჯიპს აუქციონის წესით ყიდის. შესაბამისი წინადადებით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო კი საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

რადიო „ათინათს“ ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ უთხრა, რომ საუბარია 4 TOYOTA LAND CRUISER PRADO-სა და ერთ LEXUS-ზე, რომლითაც მერიისა და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები ამ დრომდე სარგებლობენ.

რაც შეეხება ავტომობილების გასაყიდ ფასს, ლაგვილავას თქმით, მათი ღირებულება 40-დან 60 ათას ლარამდე მერყეობს.

Print