ახალი ამბები
ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ ხიდი დააზიანა
ჭუბერის თემში მდინარე დევრულა ადიდდა, რის შედეგად, სოფელ ყარს-გურიშთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დაზიანდა. სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, წყლის დინებამ ამ მომენტისთვის იკლო. მისივე ინფორმაციით, ხიდზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია, თუმცა ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ. ვიბლიანის თქმით, კომისია ზარალს უკვე სწავლობს.

ფოტო: წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია



Print