რეგიონი
მერიას ყინულის სახლის გადატანა ყოფილ "კომკავშირის პარკში" სურს
ზუგდიდის ყინულის სასახლე შესაძლებელია ბენდელიანის ქუჩაზე, ყოფილი "კომკავშირის პარკის" ტერიტორიაზე გადაიტანონ. ეს მას შემდეგ გახდება აუცილებელი, თუ საკრებულო სკეიტ პარკის ტერიტორიის ნაწილის გაყიდვას მხარს დაუჭერს. სხდომაზე საკითხი განსახილველად უკვე გაიტანეს. ყოფილი "კომკავშირის პარკის" ტერიტორიაზე მთავრობამ გასართობი ცენტრის მოწყობა, მათ შორის, საცურაო აუზის მშენებლობაც დააანონსა. ამ წუთებში დეპუტატები და მოქალაქეები საკუთარ აზრს აფიქსირებენ.

მერიას ზემოაღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა აუქციონის წესით სურს. მისი საწყისი ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ინვესტორმა კი აქ საერთაშორისო დონის სასტუმრო უნდა ააშენოს, სადაც სულ მცირე, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ამავე თემაზე:

საკრებულოს სხდომას, რომელზეც ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვაზე უნდა იმსჯელონ, სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან
Print