ახალი ამბები
მესტიაში ავტომობილით მდინარეში გადავარდნილ ორ ახალგაზრდას ეძებენ
მესტიის სოფელ ბეჩოს ხიდთან  მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომლებიც ავტომობილით ხიდიდან გადავარდნენ.  სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სამაშველო სამსახური. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, მისივე ინფორმაციით, ბეჩოს ხიდთან, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მერის თქმით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.


Print