ახალი ამბები
სინოპტიკოსები ზუგდიდში 12-13 ივნისს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ
ზუგდიდში  10 -11 ივნისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-დან 33 გრადუსამდე იქნება. როგორც რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში უთხრეს, 12 ივნისს, საღამო საათებში გაწვიმდება. მათივე ცნობით, ნალექიანი ამინდი მომდევნო დღის ბოლომდე შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას, ის 28-31 გრადუსი იქნება.

გარემოს დაცვის  ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო  ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი იქნება. 


Print