რეგიონი
ზუგდიდის საკრებულომ მერად გიორგი შენგელია ოფიციალურად გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება ცნო. დღეიდან ის საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება. მას უმრავლესობის წევრებმა გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, გიორგი შენგელია მერად, 19 მაისს გამართულ არჩევნებში, 30 487-მა ზუგდიდელმა აირჩია.

მერს გამარჯვება არ მიულოცეს ენმ-ს წარმომადგენლებმა. ფრაქციის თავმჯდიმარემ ანა წითლიძემ გიორგი შენგელიას უთხრა, რომ დღევანდელ სხდომაზე მერის უფლებამოსილებას კი არ უნდა ცნობდნენ, არამედ დეპუტატ გია დანელიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა მსჯელობდნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულომ მერად გიორგი შენგელია ოფიციალურად გამოაცხადა



Print