ახალი ამბები
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: იმედია, საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო იმედოვნებს, რომ საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანს. ამის შესახებ მან მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პომპეომ ასევე თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე ესაუბრა.

სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ პორტი უფრო გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკასთან და აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ამავე თემაზე:

ნათია თურნავა: პორტთან დაკავშირებით ყველა წინადადებას ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსში განვიხილავთ
Print