ახალი ამბები
სოხუმის სანაპიროზე ზღვაში კანალიზაცია ავარიულად ჩაედინება
უკვე თვეზე მეტია, სოხუმის ზღვაში კანალიზაცია ჩაედინება, ხოლო სანაპიროზე, დროდადრო, „კანალიზაციის მძაფრი სუნი დგას, წყლის ზედაპირზე კი ფეკალიები ტივტივებს“ წერს „ეხო კავკაზა“. გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმი ალა ბელიავა ადასტურებს, რომ კანალიზაცია ავარიულად ზღვაში ნამდვილად ჩაედინება. ზღვაში ნამდვილად ხდება. მისი განმრტებით ამის მიზეზია მწყობრიდან გამოსული ტუმბო, რომლის საშულაებითაც, საკანალიზაციო ნარჩენები გამწმენდ ნაგებობაში გადაიქაჩება. მისივე თქმით, პრობლემა უახლოეს დროს უნდა გადაიჭრას, რადგან ახალი ტუმბო და ძველისთვის საჭირო ნაწილები უკვე შეკვეთილია, თუმცა მათი ჩამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კითხვაზე, თუ როდის ჩამოიტანენ ახლა სატუმბს, პასუხი არც ქალაქის კომუნალური სამმართველოს ხელმძღვანელს, დმიტრი ახუბას აქვს, „რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, ზღვა ისევ დაბინძურდება“, - წერს გამოცემა. ამასთან ერთად, რაც შეეხება ზღვის წყალს, ბელიაევას თქმით,  „ივნისში ჩატარებული სინჯების თანახმად, ის ნორმას შეესაბამება“.

Print