ახალი ამბები
მარტვილის კანიონი ვიზიტორების რაოდენობით დაცული ტერიტორიების ხუთეულშია
2019 წლის მაისის თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 225 596 შეადგინა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:
• პრომეთეს მღვიმე
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• მარტვილის კანიონი
• ოკაცეს კანიონი

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

Print