რეგიონი
ზუგდიდში „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა
ზუგდიდის ბულვარში, საღამოს 8 საათზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთო ორგანიზატორი „არტ-უნივერსალის“ დამფუძნებელი ხატია ჯანაშიაა. მან აქცია სოციალურ ქსელში დააანონსა და თანამოაზრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ბულვარში გამართული აქციით ორგანიზატორები მხარს დღეს ვერის ბაღში შეკრებას დაუჭერენ, რომელზეც მისვლა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხოლოდ მამაკაცებს სთხოვა.

„გელოდებით ოჯახებით! ყველა ზუგდიდელს და სრულიად სამეგრელოს მოვუწოდებ გამოვიდეს!!! ამ აქციით ჩვენ ზუგდიდიდან მხარს დავუჭერთ თბილისში დაგეგმილ აქციას!!
ხვალ მთელი ერი უნდა გაერთიანდეს!!! მარტო თბილისი არა, მთელი საქართველო უნდა დადგეს ამათ წინაარმდეგ.არ ვეთანხმებით ერთ რამეში, ქალები დარჩნენ სახლში, არა!! პირიქით, ოჯახებით, ცოლ-შვილით უნდა დადგეს ყველა, დიახ, ნახონ ჩვენმა შვილებმა რას უნდა ეომონ და რა არ უნდა დაუშვან თავის ქვეყანაში, ეს იქნება მათთვის, ჩვენი შვილებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთეთილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ!“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯანაშია.

14 ივნისს თბილისში, კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მისულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა მივიდნენ მათ აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. მათ შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

თბილისში LGBTQI პრაიდის კვირეული 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.

ფოტო: როიტერსი
Print