რეგიონი
სამეგრელოსა და სვანეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით სამეგრელოსა და სვანეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ზუგდიდში, მარტვილში, მესტიაში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 53,899 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


Print