რეგიონი
ზუგდიდში დაკავებულ ქალზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე დაკავებული ქალის მიმართ გამოძიება შს სამინისტრომ 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ უწყებაში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა საკუთარ 29 წლის შვილს საოჯახო ნივთი ესროლა.

56 წლის ქალი სამართალდამცავებმა ზუგდიდის ცენტრში აიყვანეს.

Print