ახალი ამბები
მეუფე პეტრე: სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ეხმიანება ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს. მისი თქმით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

„ამ მოვლენების წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც, ვფიქრობ, არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას, ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე, მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“-ამბობს მეუფე პეტრე.

გარდა ამისა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის საგანგებო სხდომის ჩანიშვნასაც ითხოვს. მისი თქმით, მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით გაჩნდა.

ამავე თემაზე:

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია პრაიდზე: გვერდით დავუდგებით ჭეშმარიტ მამულიშვილებს
Print