ახალი ამბები
მინისტრი: აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს საქართველოში სწავლა დაუფინანსდებათ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

" სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად, რომელ უნივერსიტეტებში, ეს შემდგომი ეტაპის ნაწილია, მაგრამ მთავრობის დადგენილებით ყველა ამ პირს მიეცემა დაფინანსება", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით გახდება ცნობილი, რომელ უნივერსიტეტებსა მიმართულებებზეა საუბარი. შესაბამისი დადგენილება მთავრობას დღეს, 17 ივნისს მიიღო.

Print